საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სიახლეები და მოვლენები

13 ოქტ

შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ

2019 წლის 29 ოქტომბერს, გლდანის პროფესიული განათლების კოლეჯში, ჩატარდება ევროკავშირის ახალი პროგრამის - „უნარ-ჩვევების განვითარება შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისად" („Skill Development and Matching for Labour Market Needs“) ოფიციალური წარდგენის ღონისძიება. ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ოფიციალურად იწყებენ ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას 48,5 მლნ ევროს კომპაქტის ფარგლებში. პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების დასაქმების გაუმჯობესებას
11 ოქტ

სტუ-ში DUNE კოლაბორაციის ხელმძღვანელების ვიზიტი დასრულდა

29 სექტემბერ - 3 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  სამუშაო ვიზიტით ფერმილაბის დელეგაციის და კოლაბორაცია DUNE ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ
09 ოქტ

ტექნიკურ უნივრსიტეტში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“
09 ოქტ

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაიხსნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული  ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნის  ცერემონია  15 ოქტომბერს 10:00 საათზე  გაიმართება

ყველა სიახლე