ჯუმბერ იოსებიძე

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

პირადი ინფორმაცია;

დაბადების თარიღი: 19 იანვარი, 1938 წელი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი;

განათლება:

1956 წელს დაამთავრა გორის პირველი საშუალო სკოლა;

1956-1961 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით - ავტომობილები და ტრაქტორები, (ინჟინერ-მექანიკოსი).

კვალიფიკაცია:

1968 – მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

1981 წელს – მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი;

პუბლიკაციები:

გამოქვეყნებული აქვს 240-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია, 19 გამოგონება.

სამუშაო გამოცდილება:

1961-1963 წw. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ავტომობილებისა და ტრაქტორების კათედრა, ლაბორანტი;

1963-1966 წწ . საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.ავტომობილების და ტრაქტორების კათედრა, ასისტენტი;

1969-1972 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ავტომობილების და ტრაქტორების კათედრა, დოცენტი;

1972-1977 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.შიგაწვის ძრავების კათედრა, დოცენტი;

1977-1981 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.შიგაწვის ძრავების კათედრა. გამგე ;

1981-1998 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი), შიგაწვის ძრავებისა და საწვავ-საპოხი მასალების   კათედრა, გამგე;

1998 წ-დან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. საავტომობილო ტრანსპორტის კათედრა-ამჟამად დეპარტამენტი, პროფესორი, უფროსი;

1997-2005, 2013 წ-დან დღემდე ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი. 

ჯილდოები:·      

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, 2004 წ

  • ღირსების მედალი, 1998 წ

  • ღირსების ორდენი,2003 წ

  • სსრკ -ს სახალხო მეურნეობის გამოფენის ოქროს მედალი, 1987 წ

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი, 2015 წ

  • სტუ-ს საპატიო დიპლომი, 2014წ

  •  წლის ინჟინერი, 2004 წ

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 599 50 25 90;

ელ. ფოსტა: j.iosebidze@gtu.ge