სტუ-ს სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ

სტუ-ს სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ

03-07-2019

სტუ-ს სტუდენტები „შემოქმედებითი ნაპერწკალის" პროექტის "დიდი იდეების კონკურსის“ (Big Idea Challenge) ფინალში გავიდნენ

2019 წლის 5 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლები წარადგენენ ევროკავშირისა და იუნესკოს ტექნიკური მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტს „შემოქმედებითი კლასტერების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება საქართველოში”. პროექტის პრეზენტაცია  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართება (მისამართი: სანაპიროს ქ. 4). 

აღნიშნული პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც ორი წელია,  მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერების ხელშეწყობის მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განვითარებას, რომლის ფარგლებში ასევე შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.  პროექტის ფარგლებში, შესწავლილ იქნება შემოქმედებითი ინდუსტრიების ფიზიკური კლასტერებისა და ჰაბების საჭიროება და სარგებელი, გაანალიზდება არსებული საკანონმდებლო და ფინანსური ჩარჩო და შემუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები, რათა, საჭიროების შემთხვევაში, გამარტივდეს შემოქმედებითი სივრცეებისა და კლასტერების ჩამოყალიბების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროექტი, UNESCO-ს მიერ 2019 წელს დაფინანსდა, „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის კონვენციის” წევრი სახელმწიფოებისთვის გამოცხადებული საექსპერტო-საკონსულტაციო მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში - “ევროკავშირის/იუნესკოს საექსპერტო დახმარების ინსტრუმენტი განვითარებადი ქვეყნების კულტურის მმართველობის საკითხებზე”. 
  
პროექტის განხორციელებაში ჩართულია იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი), ხოლო ადგილობრივი ექსპერტის შერჩევის მიზნით გამოცხადებულია ღია კონკურსი - https://bit.ly/2XFUCrN 
 
შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტი ეფუძნება „კულტურის სტრატეგია 2025“-ის სტრატეგიულ მიმართულებებს (რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის პირველი ივლისს დაამტკიცა), კონკრეტულად კი, მეექვსე პრიორიტეტს, რომლის მიზანია: „საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი და გაზრდილია მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება და მომსახურება“.

დამატებით ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ იუნესკოს ვებგვერდზე:  https://bit.ly/2LtCMSk   
ლევან ხარატიშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო
ქეთი კანდელაკი - საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია
ელენე თოიძე, ვატო ურუშაძე - “შემოქმედებითი საქართველო”
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების კვლევითი პროგრამის კოორდინატორი, ვატო ურუშაძე: 577935032

 

სიახლეებში დაბრუნება