ვაკანსია აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

ვაკანსია აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

03-07-2019
ვაკანსია აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე„თიბისი დაზღვევა“ სტუდენტებისთვის აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. 

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი:  11:00 – 19:00 (შაბათ-კვირის გარდა)

 

„თიბისი დაზღვევაში“ დასაქმების შემთხვევაში:   

  • შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა

  • იმუშავებთ ახალგაზრდა, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად. 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პოტენციურ მომხმარებლებთან  დაკავშირება

  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება

  •  დაინტერესებული პირების გადამისამართება შესაბამის განყოფილებასთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა

  • გამართული მეტყველება

  • დეტალებზე ორიენტირებულობა

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  ვთხოვთ, რეზიუმე (CV) გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 20  ივლისის  ჩათვლით.

გთხოვთ, თემის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „აქტიური სატელეფონო ცენტრის ოპერატორი“  

„თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;   

ელფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

 

გაცნობებთ, რომ „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მიმართოთ „თიბისი დაზღვევას“.

 

„თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სიახლეებში დაბრუნება