გაეროს კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაეროს კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

05-07-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების, ასევე, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ღონისძიებების კვირეული ჩატარდება. 

კვირეულს გახსნის გაეროს ელჩი საქართველოში საბინა მახლი საჯარო ლექციით, თემაზე: „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ძალადობის პრევენცია“. გაეროს ელჩთან შეხვედრას გახსნიან: 

  •  არჩილ ფრანგიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი;
  • ირაკლი გაბისონია – სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი;
  • ვანო ჯაგოდნიშვილი – სტუ-ის საინჟინრო  ეკონომიკის,  მედიატექნოლოგიებისა და   სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • მაია ბენია – სტუ-ის საინჟინრო  ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ პროექტების მენეჯერი;
  • თამარ ტარტარაშვილი – სტუ-ის საინჟინრო  ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ ხელმძღვანელი. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდება გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობის მოდელირება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. 

პროექტში მონაწილებას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. შერჩეული მონაწილეები წარსდგებიან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგატების როლში და შეიმუშავებენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. 

შერჩეულ დელეგატებს ჩაუტარდებათ 3-დღიანი ტრეინინგი. 

კვირეულის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო:

ღონისძიება #1 - ელჩთან შეხვედრა: 2019 წლის 9 ივლისი, 11:00; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, მე-9 სართ., საჯარო სამართლის ლაბორატორია.

ღონისძიება #2 - მონაწილეთა ტრენინგი: 2019 წლის 10-12 ივლისი, 18:00 – 20:30, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, მე-9 სართ., საჯარო სამართლის ბიბლიოთეკა.

ღონისძიება #3 - მოდელირების პროცესი: 2019 წლის 13 ივლისი, 12:00 -19:00; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, მე-9 სართ., საჯარო სამართლის ბიბლიოთეკა.

ღონისძიება #4 - მონაწილეთა დაჯილდოება: 2019 წლის 13 ივლისი, 12:00; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, მე-9 სართ., საჯარო სამართლის ბიბლიოთეკა. 


პროექტში გამარჯვებულ სამ (I, II, III ადგილები) დელეგატს ჟიური გამოავლენს.

 

გამარჯვებულებს გადაეცემათ საჩუქრები, მონაწილებს კი სერტიფიკატები.

საუკეთესო მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის“ და ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში.

 

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაგზავნონ რეზიუმე (CV ) არაუგვიანეს 8 ივლისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  t_tartarashvili@cu.edu.ge

 

საკონტაქტო პირები:

მაია ბენია +995 577 299 777

თამარ ტარტარაშვილი +995 555 667 664

 

სიახლეებში დაბრუნება