დოქტორანტების (შიდა) მობილობის შესახებ

დოქტორანტების (შიდა) მობილობის შესახებ

26-08-2019

უნივერსიტეტის ფარგლებში დოქტორანტების (შიდა)  მობილობის შესახებ 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 - 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 10:00- დან  16:00 საათამდე ყოველდღე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N 325).

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება;
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  4. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
სტუ–ს ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ.

 

სიახლეებში დაბრუნება