კონკურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კონკურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

29-08-2019

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა  ცნობიერება აიმაღლონ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით და კონკურსის მოთხოვნებს უპასუხონ.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება საადვოკაციო კამპანია, რომელშიც შედის ინფორმაციულობის გაზრდა ახალგაზრდა თაობაში.

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ნარკოტიკების მოხმარებასთან, მის თან მხლებ რისკ ფაქტორებთან (რომელშიც იგულისხმება დაავადებები, რომელთა რისკის ქვეშაც ნარკოტიკების მომხმარებლები იმყოფებიან) და სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტურ კონკურსში 3 გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი. 

ჟურნალისტური კონკურსის მიზანია: ზიანის შემცირება, პრევენცია, ცნობიერების ამაღლება, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები  უნდა დარეგისტრირდნენ  ბმულზე.  www.facebook.com/events/713127219137655

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების სურვილის ქონის შემთხვევაში ეწვიეთ სოციალური ქსელის გვერდს:

https://www.facebook.com/newvector4/

 

სიახლეებში დაბრუნება