მწვანე ბიზნესიდეების კონკურსი სტუდენტებისთვის

მწვანე ბიზნესიდეების კონკურსი სტუდენტებისთვის

29-08-2019

პირველად, საქართველოში წელს საერთაშორისო მწვანე ბიზნესიდეების კონკურსი ტარდება. 

პროგრამის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებისა და უნივერსიტეტებისთვის იმართება, მონაწილეები ისწავლიან როგორ აქციონ საკუთრი მწვანე იდეები გლობალურ ბიზნესად. მსურველებს საშუალება აქვთ მოიგონ ფულადი პრიზები და საერთაშორისო აქსელერატორში მოხვედრის შესაძლებლობა.  

მხარდაჭერის შემთხვევაში თქვენს სტუდენტებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით (ელ-ფოსტაზე გაგზავნა, უნივერსიტეტის გვერძე გამოქვეყნება, და სხვა.) გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ ტექსტი თანდართულ დოკუმენტთან ერთად კონკურსის შესახებ.  

თქვენი უნვერსიტეტის ლოგოს განვათავსებთ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე. 

https://climatelaunchpad.org/countries/georgia/ 

გაქვს მწვანე ბიზნეს იდეა?

გაინტერესებს მეწარმეობა და ამავე დროს კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება?

ClimateLaunchpad არის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მწვანე ბიზნეს იდეების გლობალური სამეწარმეო პროგრამა და კონკურსი, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობასწელს პირველად კი  საქართველოც  შეუერთდა მას.

ClimateLaunchpad-ის მიზანია კლიმატის ცვლილებების პრობლემის მოგვარების ხელშეწყობა მეწარმეობისა და ინოვაციების გზითსწორედ ამიტომ ClimateLaunchpad ეძებს იდეებს, სპეციალურად შემუშავებული საერთშორისო პროგრამით ატრენინგებს და ასწავლის იდეის ავტორებსა და ანტრეპრენერებს, როგორ აქციონ საკუთარი იდეები გლობალურ ბიზნესად და აძლევს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა გლობალურ კონკურსში, სადაც შესაძლებლობა აქვთ მოიგონ ფულადი პრიზები და  საერთაშორისო აქსელერატორში მოხვედრის შანსი.

ClimateLaunchpad შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან:

  1. 2 დღიანი ინტენსიური ბუთქემფი საერთაშორისო ექპერტთან Ron Bloemers -თან ერთად (Linkedin: www.linkedin.com/in/ron-bloemers-5191a28/ )14-15 სექტემბერი 2019, თბილისი.
  2. ქოუჩინგი და ეროვნული ფინალი: ) 6 ინტენსიური ქოუჩინგ სესია, 15 სექტემბერი-14 ოქტომბერი 2019, თბილისი. კვირაში ერთახელ ან ორჯერ 2-3 საათიანი შეხვედრა. ბ) ეროვნული ფინალი პიჩინგში - 15 ოქტომბერი 2019, (სავარუდო თარიღი) თბილისი.
  3. გლობალური გალა ფინალი14-15 ნოემბერი 2019, ამსტერდამი, ჰოლანდია.

აპლიკაციის გასაკეთებლად საჭიროა გქონდეთ იდეა, ხოლო პროგრამის განმავალობაში დაგეხმარებიან მის დახვეწაში და ბიზნეს იდეად ჩამოყალიბებაში. აპლიკაციის გასაკეთებლად საჭიროა შეავსოთ ონლაინ განაცხადის ფორმა  2019 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის ფორმა: www.climatelaunchpad.org/application-form/  

ინფორმაცია სრულად იხილეთ ინგლისურ ენაზე თანდართულ დოკუმენტში: https://drive.google.com/file/d/1cwnGZghY6Svtf8WwVP38dJp60aeMUykF/view?usp=sharing


 

სიახლეებში დაბრუნება