სტაჟირება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროში

სტაჟირება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროში

05-09-2019

სტაჟირება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროში2019 წლის შემოდგომის ნაკადისთვის საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო სტუდენტებისთვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას აცხადებს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი).

გარდა ამისა, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 წლისა).

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნიშნების ფურცელი დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით.

 

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 სექტემბრის ჩათვლით.

მის.: კოსტავას N77. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266.

სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი 
ტელ: 236 53 45

მსურველებმა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://stajireba.gov.ge/News/1029?fbclid=IwAR2VW0lfRoM_5o43hFsdJXDx8JtHWHGdJFv-DjM-YgiwBDcQgpcl9ij9vuc

 

სიახლეებში დაბრუნება