სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

04-10-2019

08-11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველი  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 2 აკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 1 წევრ-კორესპონდენტი, 34 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 27 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 45 აკადემიური დოქტორი, 26 დოქტორანტი, 9 მაგისტრი და 7 მაგისტრანტი მონაწილეობს.  

სექციებზე მოხსენებით 71 მონაწილე გამოვა. სექციების  მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში 14:00 საათიდან წარიმართება. 

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გამართება ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს. კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

  • ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“;

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია;

  • კომპანია „თელასი“;

  • კომაპანია „ენერგო პრო ჯორჯია“;

  • კომპანია „მონტაჟ ჯორჯია“;

  • კომპანია „ელ ინდასტრი ჯორჯია“.

კონფერენციას  ფინანსურ მხარდაჭერას  კომპანია  „თელასი“ და  „ენერგო პრო ჯორჯია“ უწევენ.


 

სიახლეებში დაბრუნება