სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება

07-10-2019

08-11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“ გაიმართება.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 2 აკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის 1 წევრ-კორესპონდენტი, 34 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 27 ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, 45 აკადემიური დოქტორი, 26 დოქტორანტი, 9 მაგისტრი და 7 მაგისტრანტი მონაწილეობს.  

სექციებზე მოხსენებით 71 მონაწილე გამოვა. სექციების მუშაობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში 14:00 საათიდან წარიმართება. 

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გამართება ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს. კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

სიახლეებში დაბრუნება