სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

27-02-2019 2019 წლის 18 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს ყოველწლიურ ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას „კავკასია გზაჯვარედინზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“. 
 
კონფერენცია მოიცავს ხუთ სესიას:
  • ეკონომიკა; 
  • საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა; 
  • ინტერდისციპლინური სესია; 
  • ჟურნალისტიკა; 
  • საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა.  
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებს საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან.  
 
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 18 მარტი. 
 
კონფერენციის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი.

სიახლეებში დაბრუნება