Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის მიმართულებით

07/29/2019
Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის მიმართულებით2019 წლის 17-21 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლონეთის კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Koszalin University of Technology - Politechnika Koszalińska) პროფესორი კრჟიშტოფ როკოში (Krzystof Rokosz).

პროფ. როკოში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის მიმართულებითახალგაზრდა პოლონელი პროფესორი შეხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის პროფესორებს, ჯემალ შენგელიასა და  მის კოლეგებს, ასევე, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს.

Erasmus+ - სალექციო კურსი ზედაპირის ინჟინერინგისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის მიმართულებითქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა მიმდინარე კვლევები და უახლესი მიღწეევები ზედაპირის ინჟინერინგისა და ექსპერიმენტის დაგეგმვის მიმართულებით, ასევე, სამომავლო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პოლონელმა სტუმარმა წარადგინა პრეზენტაცია პოლონური უნივერსიტეტის შესახებ.

პროფესორმა კრჟიშტოფ როკოშმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებში.

სიახლეებში დაბრუნება