ახალგაზრდული მეწარმეობის შეჯიბრი „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“

08/27/2019 20-30 სექტემბერს საქართველოში პირველად ჩატარდება ინოვაციური, თამაშის პრინციპით მოწყობილი ახალგაზრდული მეწარმეობის შეჯიბრი „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-35 წლის ნებისმიერ მსურველს. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ითამაშონ თამაში, ისწავლონ ბიზნესი, მოიგონ ფულადი და სხვა სახის პრიზები.

ფულადი პრიზები:
I ადგილი - 1500 €
II ადგილი - 1000 €
III ადგილი - 500 €

Fb ივენთი: https://www.facebook.com/events/394221471197862/?notif_t=plan_edited&notif_id=1566213840762380

რეგისტრაციის ბმული: https://simformer.com/events/georgian-business-cup/

"საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს თასი 2019" წარმოადგენს ბიზნესგარემოს ონლაინ სიმულაციას, სადაც მონაწილეები მართავენ ვირტუალურ კომპანიას. მისი ძირითადი მახასიათებლებია რეალური კონკურენცია და მენეჯმენტის ყველა ფუნქციის, ისევე, როგორც ტიპიური ბიზნესპროცესების ერთობლიობა. მონაწილეებს ურთიერთობა აქვთ კომპიუტერში წარმოქმნილ ბიზნესპარტნიორებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კონკურენციას უწევენ კონკურსის სხვა დანარჩენ მონაწილეებს. 

I ეტაპი: 20 - 27 სექტემბერი.
მონაწილეები მიიღებენ წვდომას ბიზნესსიმულაციაზე და თავიანთ ვირტუალურ კომპანიაზე. ყოველდღიურად უზრუნველყოფილი იქნება ცოცხალი ონლაინმხარდაჭერა, რომელიც დაეხმარებათ ინტერფეისის სწავლაში და ვირტუალური კომპანიის წარმატებით განვითარებაში.

საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეები შეირჩევიან შემდეგ ეტაპზე.

ფინალისტების სია გამოცხადდება 28 სექტემბერს.

II ეტაპი: 30 სექტემბერი.

ფინალური ღონისძიება გაიმართება ვაკის პარკის მედიათეკაში, სადაც საუკეთესო 30 გუნდი და ინდივიდუალური მოთამაშეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან პრიზებისთვის!

შეჯიბრში მონაწილებისთვის რეგისტრაცია დასრულდება 19 სექტემბერს.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება