15 ივნ

სტაჟირება სოფლის მეურნეობის პროგრამაში

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს სტაჟირებას სოფლის მეურნეობის პროგრამაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროში
12 ივნ

პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები

2019 წლის 8 ივნისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ჩატარდა შეხვედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებთან, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები
11 ივნ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის  ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
11 ივნ

სტუდენტთა 87-ე კონფერენციის გამარჯვებულები

2019 წლის  5 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების სექციის  მუშაობა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები  იღებდნენ მონაწილეობას.
09 ივნ

"სისხლის ბანკი"-ის აქცია

მოგესალმებით თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკიდან. გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს აქციაში - "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"-ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად,რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში პერიოდულად შექმნილი სისხლის დეფიციტი.
06 ივნ

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის ექსკლუზიური პროექტი –
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა
ყველა სიახლის ნახვა

საინფორმაციო ფურცელი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო აბიტურიენტებო,

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია!

დაემატა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მიენიჭათ 2019 წლის იანვარში!  

აირჩიეთ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი და შემოხაზეთ:

·         0031101 - საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;

·         0031102  - ბიზნესის ადმინისტრირება;

·         0031103 -  ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი);

·         0031104 - საჯარო მმართველობა;

·         0031105 - სასტუმრო მომსახურება.





საბაკალავრო პროგრამები:

1. ბიზნესის ადმინისტრირება;
2. ბიზნესის ადმინისტრირება (რუს.);
3. საჯარო მმართველობა;
4. საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;
5. სასტუმრო მომსახურება;
სამაგისტრო პროგრამები:
1. ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ., ინგლ.);
2. საჯარო მმართველობა;
3. საჯარო მმართველობა (რუს.);
4. ელექტრონული ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიები;

 5. საბანკო პროცესების მართვა;
6. სასტუმრო მომსახურების მართვა;

სადოქტორო პროგრამები:

1. ბიზნესის ადმინისტრირება;

2. საჯარო მმართველობა;



ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 5 საბაკალავრო, 7 სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება, რომლებზეც ამჟამად 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათგან 60 პრეზიდენტის სტიპენდიანტია.


აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპეციალობები არა მარტო კონკურენტუნარიანია, არამედ მოწინავე პოზიციები უკავიათ ქვეყნის საგანმანათლებლო ბაზარზე. კურსდამთავრებულები წარმატებული მოხელეები არიან: მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, დიპლომატები, ბანკირები, ბიზნესმენები და ა.შ. წარჩინებით სწავლობენ ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში - მაგისტრატურასა თუ დოქტორანტურაში. ბევრ მათგანს უკვე მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ფაკულტეტის დაფინანსებით ისინი იმყოფებოდნენ აშშ-ში, გერმანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, საფრანგეთში და ა.შ.
ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური პროფესორები.

ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში, 
აქტიურად არიან ჩართულნი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სამოდელო ბიზნესსა და ხელოვნების სფეროებში. 

შეიქმნა სტუდენტთა პორტფოლიოების ერთიანი ბაზა, სადაც გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულყოფილად შეისწავლოს მომავალი თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება:

- სახელმწიფო უწყებებში (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი და შესაბამისი კომიტეტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქალაქის მერია; სახალხო დამცველის აპარატი; საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს დარგობრივი დეპარტამენტები, უწყებები და რეგიონული სამსახურები);

-  საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.) და საქართველოს წარმომადგენლობებში;

-  არასამთავრობო ორგანიზაციებში;

- საერთაშორისო და ეროვნული საჯარო და კერძო ფირმებში, სავაჭრო წარმო-მადგენლობებში, ბანკებში, სადაზღვევო და საშუამავლო-სადისტრიბუციო კომპანიებში, ფონდებში, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, საექსპორტო-საიმპორტო სააგენტოებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სხვა ეკონომიკურ სამსახურებში;

- უმაღლეს სასწავლებლებში;

- ტურიზმის სახელმწიფო სტრუქტურაში;

- ეროვნული და ტრანსნაციონალური საკუთრების სასტუმროებში;

- ტუროპერატორულ და სატრანსპორტო საწარმოებში;

- ეკონომიკური პროფილის ფუნქციონალურ სტრუქტურებში და ა.შ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
საქართველო, თბილისი 0175, კოსტავას 77, VI კორპუსი,
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
ტელ: 236-52-13, 236-52-73