15 ივნ

სტაჟირება სოფლის მეურნეობის პროგრამაში

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს სტაჟირებას სოფლის მეურნეობის პროგრამაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროში
12 ივნ

პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები

2019 წლის 8 ივნისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ჩატარდა შეხვედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებთან, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები
11 ივნ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის  ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
11 ივნ

სტუდენტთა 87-ე კონფერენციის გამარჯვებულები

2019 წლის  5 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების სექციის  მუშაობა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები  იღებდნენ მონაწილეობას.
09 ივნ

"სისხლის ბანკი"-ის აქცია

მოგესალმებით თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკიდან. გთხოვთ ჩაერთოთ ჩვენს აქციაში - "გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"-ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად,რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში პერიოდულად შექმნილი სისხლის დეფიციტი.
06 ივნ

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“

ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის ექსკლუზიური პროექტი –
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ აამოქმედა
ყველა სიახლის ნახვა

სტაჟირება ბუღალტრულ კომპანიაში

04/06/2019

ბუღალტრული კომპანია ლიდერ ჯგუფს და ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სტაჟირების კურსი პრაქტიკულ ბუღალტერიაში.
ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კომპანია ლიდერ ჯგუფი გეგმავს პრეზენტაციის ორგანიზებას, რომელზეც მოხდება მსმენელების ინფორმირება და სტაჟირების კანდიდატების შერჩევა ტესტირების გზით.
სტაჟირების გავლის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მენეჯერის სამსახურს 708ა ოთახში.