20 სექ

საგრანტო კონკურსი უნვიერსიტეტებისთვის

გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უნვიერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
20 სექ

ევროკავშირის საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ  საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან 2018 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას: „Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme“, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს შერჩეულ რეგიონებში.
19 სექ

ვაკანსიები კომპანია „ბრავა“-ში

საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მომსახურების კომპანია „ბრავა“ აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის  კონსიერჟის პოზიციაზე
19 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სასწავლო წლის დაწყებისას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყველა სტუდენტი (II-III-IV კურსი) ვალდებულია გამოცხადდეს სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად (საგნების ასარჩევად) დეკანატში, თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი 562,5 ლარიანი. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი
19 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ

სტუ-ში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ
18 სექ

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც ჩააბარეს სასპეციალიზაციო გამოცდა სასწრაფოდ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება 25 სექტემბრის ჩათვლით 710ა აუდიტორიაში (10:00 სთ.-16:00სთ.)
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

07/12/2019

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:
ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას.
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 100 ლარით თვეში სასწავლო სემესტრის შედეგების მიხედვით.

  • სახელობითი სტიპენდია შეიძლება მოიპოვოს ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა, რომელსაც 
- სასწავლო სემესტრის განმავლობაში ყველა სასწავლო კურსში აქვს A შეფასება;
- მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კონფერენციაში/ებში ან გამოქვეყნებული აქვს სტატია/ები სამეცნიერო ჟურნალში;
- ერთნაირი მონაცემების შემთხვევაში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს სტუდენტს, რომელიც აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის/ფაკულტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში (სპორტულ, კულტურულ და ა. შ).

• გადაწყვეტილებას სტიპენდიის დანიშვნის შესახებ იღებს ფაკულტეტის საბჭო;
• სტუდენტს უფლება აქვს ერთი სემესტრის განმავლობაში მოიპოვოს მხოლოდ ერთი სახელობითი სტიპენდია;

  • სახელობითი სტიპენდია გაიცემა ერთი სემესტრის განმავლობაში (5 კალენდარული თვე), წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით;

განაცხადებები მიიღება 9- 20 სექტემბრამდე 711ა ოთახში