16 აგვ

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ

Preview  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა,  10:00-დან 16:00 საათამდე
16 აგვ

2019/2020 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების შესახებ
13 აგვ

კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“
07 აგვ

აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან აღდგენის წესით ჩარიცხვის შესახებ.
07 აგვ

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან შიდა მობილობის შესახებ
07 აგვ

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019/2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან გარე მობილობის შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

08/07/2019

უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 - 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000-და 1600 საათამდე ყოველ დღე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი N 350.
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
6. სტუ–ს ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ.