11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

10/07/2019

ანგარიში

მოგახსენებთ, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ნანა ახალაია 2019 წლის 14-22 სექტემბერს ვიმყოფებოდი ბულგარეთში, ქ. ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტში „ჩერნორიზეც ხრაბერი“ („Chernorizets Hrabar" - VFU) საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ ფორუმზე ”ინოვაციები მეცნიერებაში: თანამედროვეობის გამოწვევები” ბულგარეთი - უკრაინა.

საერთაშორისო სტაჟირებისას აუდიტორიული მუშაობისათვის განკუთვნილი იყო 60 სთ, ხოლო ინდივიდალური მუშაობისთვის 120 სთ. კრედიტების რაოდენობა 6 ECTS.

საერთაშორისო სტაჟირების მიზანი:
პარტნიორი ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, შესწავლა საუკეთესო ევროპული პრაქტიკა თანამედროვე განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის, ეფექტური საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის ფორმირების გზები და მიმართულებები უკრაინა ევროპული გამოცდილებისა და ეროვნული პრიორიტეტების გათვალისწინებით. სამეცნიერო სემინარი „უმაღლესი განათლების მეცნიერების პოტენციალი ცოდნის ეკონომიკისა და კვლევითი სისტემის განვითარებაში“

ფორუმში მონაწილეობამ საშუალება მისცა თითოეულ მონაწილეს მიეღო:

  • ფასდაუდებელი ცოდნა და გამოცდილება სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლებისგან, თეორიული და პრაქტიკული რჩევები წარმატებული სამეცნიერო კარიერის მშენებლობის შესახებ
  • ფორუმის ორგანიზატორთა და თანაორგანიზატორთა მიერ ხელმოწერილი ევროპული სერთიფიკატი, ასევე მისი ინგლისურენოვანი დანამატი, მონაწილის პროფესიული საქმიანობის მიმართულებით
  • საერთაშორისო (ინგლისურ ენაზე) კოლექტიურ მონოგრაფია „ინოვაციები მეცნიერებაში: ჩვენი დროის გამოწვევები“ (აშშ გამოცემა, ISBN და DOI)
  • ევროპული სერთიფიკატი 6-ECTS ფორმატით
  • საერთაშორისო სტაჟირება ინგლისურენოვანი პროგრამით, მონაწილის პროფესიული საქმიანობის მიმართულებით, ბულგარული მხარის ორგანიზატორებისა და ფორუმის ორგანიზატორთა ხელმოწერებით.
სწავლება ჩატარდა შემდეგ მოდულებში:

მოდული 1. სასწავლო პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა მომზადების პროგრამები ბულგარეთის უნივერსიტეტებში
მოდული 2. მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციური თანამშრომლობის ინტეგრაცია
მოდული 3. საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერებასა და ინოვაციებში
მოდული 4. სახელმწიფოს, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის ურთიერთქმედების კოორდინაცია
მოდული 5. მეცნიერება, როგორც სასწავლო პროცესის საფუძველი - თითოეული მონაწილის მიმართულებით
სტაჟირებისათვის განკუთვნილი მოდულური სწავლება ჩაატარეს: ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა: პ.პავლოვმა (პრორექტორი), ს. ავჩაროვამ, მ. ველიკოვამ, გ. ჟელიაზკოვამ და ვ. ნიკოლაევამ (პროფესორები) პიტერ ჰრისტოვი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ვარნის სახელობის თავისუფალი უნივერსიტეტი „Chernorizets Hrabar" რექტორი), ბულგარეთი, სერგეი შკარლეტი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი (Chernihiv National ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რექტორი), უკრაინა