19 სექ

ვაკანსიები კომპანია „ბრავა“-ში

საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მომსახურების კომპანია „ბრავა“ აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის  კონსიერჟის პოზიციაზე
19 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სასწავლო წლის დაწყებისას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყველა სტუდენტი (II-III-IV კურსი) ვალდებულია გამოცხადდეს სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად (საგნების ასარჩევად) დეკანატში, თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი 562,5 ლარიანი. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი
19 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ

სტუ-ში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ
18 სექ

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც ჩააბარეს სასპეციალიზაციო გამოცდა სასწრაფოდ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება 25 სექტემბრის ჩათვლით 710ა აუდიტორიაში (10:00 სთ.-16:00სთ.)
18 სექ

ბოლონიის თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“
16 სექ

კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“
ყველა სიახლის ნახვა

საინფორმაციო ფურცელი

გილოცავთ სტუდენტობას!

გისურვებთ შემოქმედებით წინსვლას, ნაყოფიერი ყოფილიყოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად  და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედი. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მზადაა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფ ადაპტირებაში:

·  2019-2020 ს.წ. I სემესტრი იწყება 23 სექტემბერს და მოიცავს 20 კვირას. აქედან  15 კვირა არის სასწავლო (სააუდიტორიო მეცადინეობები), ერთი კვირა ეთმობა შუასემესტრულ გამოცდას (მაქსიმალური ქულა 30, მინიმალური - 7,5), მე-17 კვირა - პროექტების და ლაბორატორიული სამუშაოების ჩაბარება და/ან მზადება დასკვნითი გამოცდისათვის, სამი   კვირა სესიებისთვის (დასკვნითი და დამატებითი გამოცდები. მაქსიმალური ქულაა 40, მინიმალური - 10).  დასკვნით გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 22,5 (მიმდინარე აქტივობის 15, შუასემესტრული -7,5) ქულის მოგროვება. თითოეულ სასწავლო კურსი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ მიმდინარე აქტივობის შეფასება (მაქსიმალური 30, მინიმალური - 15);

·  წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;

·  მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის ფაკულტეტზე დაწესებულია  3 სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას  (100 ლარი თვეში - ერთი სემესტრის განმავლობაში);

·  დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;

·  სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;

·  სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება  მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;

·  წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;

·  სწავლების მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;

·  სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს _  მათ შორის ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა. შ.;

·  ფაკულტეტი იზრუნებს, დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;

·  უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;

·  სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ _ მიღწეული შედეგების გაცნობა;

·  ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;

·  პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;

·  სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!



ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სამაგისტრო პროგრამის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

სამაგისტრო პროგრამის I კურსი ჯგ. 711875A1, 711875A2, 711875B1, 711875B2, 711875C , 711875D, 711875F, 711875H
სამაგისტრო პროგრამის I კურსი ჯგ.711804-805 და ჯგ. 711855-856


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი

ბიზნესის ადმინისტრირება კურსი I, II, III, IV
ბიზნესის ადმინისტრირება - სასტუმრო მომსახურების კურსი I, II
Бизнес администрирование (РУССК) курс I, II, III, IV
საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები კურსი I, II, III, IV
საჯარო მმართველობა კურსი I, II, III, IV


ბრძანება საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ

ბრძანება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ

სტუდენტური ოლიმპიადა 2019 „ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში“


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია !


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები (2018-2019 წ. II სემესტრი)

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები

საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები


სტუდენტთა საყურადღებოდ!

ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თემაზე,  ცხადდება ესეების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებს.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მისი ფილიალებით სარგებლობის წესი

 

       სტუ-ს სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქციის ცვლილებების შესახებ (დადგენილება #2691, 27.12. 2017 წ.) 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია


სტუდენტთა საყურადღებოდ!

სასწავლო კურსის გავლისათვის საჭიროა წინაპირობების დაცვა. სტუდენტი, რომელმაც ვერ გადალახა ზღვარი და დარჩა  საგანი, ვალდებულია:·        

  • ფაკულტეტის ვებგვერდზე http://gtu.ge/bef/# განთავსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში (იხილეთ თქვენი სასწავლო პროგრამა) გადაამოწმოს დარჩენილი საგანი არის თუ არა შემდეგში გასავლელი რომელიმე სასწავლო კურსის წინაპირობა.

  • გამოცხადდეს დეკანატში  და შეცვალოს მომდევნო სემესტრის სასწავლო ხელშეკრულება.


სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის გაწევის წესი


პირველად საქართველოში  „მომავალ საჯარო მოხელეთა სპარინგი“ გაიმართება


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია